კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბერდია ბერიაშვილი (1938-1992) – პოეტი, ჟურნალისტი. დაამთავრა ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ “სოფლის ცხოვრების” ლიტერატურულ მუშაკად, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ “ცისარტყელას”. ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა დაიწყო 1958 წლიდან. ტრაგიკულად დაიღუპა 1991-1992 წლების მოვლენების დროს. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე მთვარისა კერესელიძე (1942-2023) – პოეტი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი, მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments