კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბესარიონ ნიჟარაძე, თავისუფალი სვანი (ფსევდონიმები — ბესარიონ სვანი, სვანი; დ. 21 ნოემბერი, 1852, უშგული — გ. 1919, უშგულის ლამარიას ეკლესია)
ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი.
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს.
პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“შრომა”, “დროება”, “ივერია” და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში “ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები”, რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული “სვანური ზღაპრები” (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: “სვანეთის მანუკრისტები”(“ივერია”, 1903, N194), “სვანეთის ხელნაწერები”(“მოამბე”, 1904, N9, 10), “მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა”(“ძველი საქართველო”, ტ. II, ტფ., 1911-1913)
დაკრძალულია სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესიაში, მესტია.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ზურაბ ბაუჟაძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.
    
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments