კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბესო ჟღენტი (დ. 1 ივლისი, 1903, სოფ. ქვაციხე — გ. 18 ოქტომბერი, 1976, თბილისი)
კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. 1932-1937 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, კინოსტუდიის სასცენო განყოფილების მთავარი რედაქტორი (1937-1942), საქართველოს ლიტფონდის დირექტორი (1943-1946), გამომცემლობა ზარია ვოსტოკას მთავარი რედაქტორის მოადგილე (1946-1951), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1958-1976), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი (1964-1976). კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922 წელს. იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. 20-30-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული კულტურისა და ხელოვნების პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში, იღწვოდა ქართული მწერლობის ორგანიზაციული ერთიანობისათვის,
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments