ბიჭიკო დიასამიძე (1940-2020) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. 1970-1992წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნირო და საზოგადო თანამდებობებზე; 2009 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სრული პროფესორი; 2010 წლიდან პროფესორ–ემერიტუსი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია – “ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I-Xსს.)” დაკრძალულია ბათუმის საკათედროს ტაძრის ეზოში.
