კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბიჭიკო ვარშანიძე (1942-2018) –
1993-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1965 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა. მეზღვაურული ნათლობა რიგით მატროსად ტანკერებზე – «Лиск»-სა და «Ленкоран»-ზე მიიღო, აქვე გახდა იგი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე. 1971 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა, უკვე გამოცდილმა შორეული ნაოსნობის შტურმანმა, კაპიტნის მეორე თანაშემწედ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში გააგრძელა ტანკერზე – «Кутаиси», სულ მალე კი იგი ამავე გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა. 1973 წელს ბ. ვარშანიძემ პოლონეთში, შჩეცინის გემთსაშენში კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერი – «Генерал Леселидзе», 1976 წელს კი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა და ამ გემის ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა. ზღვაში საქმიანობის პარალელურად ბიჭიკო ვარშანიძე დაუსწრებლად სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი. 1977 წელს კი ბულგარეთში, ვარნის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახლადაგებული ბალკერი – «Художник А. Герасимов»-ი, რომლის შტატიანი კაპიტანი გახლდათ 1981 წლამდე. 1981 წლიდან გამოცდილი ზღვაოსანი და გემთწამყვანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებლად, 1982 წლიდან კი სანაოსნოს უფროსის პირველ მოადგილედ ფლოტისა და ნავსადგურების ექსპლუატაციის დარგში.
დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments