ბიძინა აბულაძე (დ. 15 აპრილი, 1907, ზედა საქარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 13 ნოემბერი, 1964, თბილისი) – ლიტერატორი, მთარგმნელი. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ადრევე გაიტაცა ლიტერატურულმა საქმიანობამ, რამაც მიიყვანა პერიოდიკაში სამუშაოდ. მოგვიანებით ლიტერატურულ საქმიანობას უთავსებდა ჟურნალისტურ მუშაობას. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში, ხელმძღვანელობდა ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებებს სხვადასხვა გამომცემლობაში. ზედმიწევნით იცოდა მშობლიური და რუსული ლიტერატურა, რაც აისახა კიდეც მის მთარგმნელობით საქმიანობაში. მას თარგმნილი აქვს რუსი, უკრაინელი, სომეხი და სხვა მწერლები. აბულაძეს ნათარგმნი აქვს ძველი ქართული ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლები: “სიბრძნე ბალავარისა”, “ამირან-დარეჯანიანი”. მას ეკუთვნის მონოგრაფიები თეატრებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

