ბიძინა ავალიშვილი (დ. 30 აგვისტო, 1922, თბილისი-2002) –
ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).
1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ქართველ მოქანდაკეთაგან პირველმა გამოიყენა მასალად ხე. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
