კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბიძინა კვერნაძე (დ. 29 ივლისი, 1928 — გ. 8 ივლისი, 2010) —
კომპოზიტორი; საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ზაქარია ფალიაშვილის (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი. მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ. იმავე წელს ბ. კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“ (1987), „მედეა“ (1992), „უკვდავება“ (1971), „კანტატა; საქართველოზე“ _ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა“ (1977), „ძველი ქართული წარწერები“ _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1986). ბ. კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები.
2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა ქ. თბილისში. 11 ივლისს იგი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments