ბიძინა ლუტიძე (1925-2005) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967) – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1942-1945წწ. იბრძოდა მსოფლიო ომში რუსეთის სხვადასხვა ფრონტზე. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1970-2004წწ. იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; ამავე კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა სოციალური ფოლოსოფია. იკვლევდა პიროვნების ფორმირების, საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის, თაობათა კავშირის, საზოგადოების სოციალური განვითარების და სხვა მსგავს საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები და მრავალი სამეცნიერო სტატია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდეს ქალბატონებმა მანანა ციცქიშვილმა და ხათუნა ლუტიძემ.

