ბონდო კეშელავა (1906-1985) –
პოეტი
სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1935-1936წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მასწავლებლობდა წლების განმავლობაში, მუშაობდა ქუთაისის თეატრში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა კ. მარჯანიშვილი; 1923 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; 1950 წელს ლექსების პირველი წიგნი. ავტორია ლექსების კრებულებისა: “გულის პასუხი” (1955), “ჩემი რჩეული” (1959), “ვარდის სტუმარი” (1961), “ჩემო კარგო ქვეყანავ” (1965), “ცაო, მაღალო” (1969), “წუთიდან წუთამდე” (1976). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე (კრებულები: “მაღლარის ყლორტები”, “მაღალი ცა”).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

