კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბორის ფურცხვანიძე (დ. 1901, ქუთაისი, — გ. 1984) – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1952-1954). 1923 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1944 წლიდან რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებშია. 1947 წელს დაინიშნა რესპუბლიკის პროკურორის პირველ მოადგილედ. 1952 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1954 წლამდე პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე, განაგებდა სისხლის სამართლის კათედრას, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიები. გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments