კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბორის კუფტინი (რუს. Борис Алексеевич Куфтин; დ. 21 იანვარი/2 თებერვალი, 1892, სამარა — გ. 2 აგვისტო, 1953, იურმალა)
რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).
1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან ძირითადად საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კუფტინმა გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949-1950).
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments