ბორის ლორთქიფანიძე (5.X.1907 ხარბინი, ჩინეთი − 1.XI.1964 თბილისი) –
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963); მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი (1931), მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად-ის ენერგეტიკის ინტ-ში (1959); ამავე ინტ-ის განყოფილების გამგედ (1960); ლ-ის სამეცნიერო შრომები ეხება ელექტრული წრედების ენერგეტიკულ ოპტიმიზაციას და კოროზიისაგან დაცვას. კითხულობდა ლექციებს სპი-ში (ახლანდ. სტუ) (1959-1964), ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მონაწილეობდა. მოსკოვი-თბილისი-ლენინაკანის (ახლანდ. გიუმრი). სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროფიკაციის უზრუნველყოფაში.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა – ბატონმა გოგი ლორთქიფანიძემ.
