ბორის ჭიაურელი (1916-2001)
მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი
დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სავიოლინო).
1943 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1954–1958წწ. იყო პრორექტორი, 1964 წლიდან პროფესორი და კამერული ანსამბლის კათედრის გამგე; მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში საკვარტეტო საშემსრულებლო ხელოვნების ჩამოყალიბება, მისი საერთაშორისო აღიარება და მყარი პროფესიული პედაგოგიური ტრადიციების შექმნა თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრაზე; 1944–1967წწ. იყო სახელმწიფო კვარტეტის ხელმძღვანელი და წევრი(I ვიოლინო); გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ; მისმა ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

