ბორია წიფურია (დ. 15 ივნისი, 1933, ხობის რაიონი, სოფელი ხორგა; გ. 28 ივნისი, 2005)
მსახიობი.
1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1956-1962 წლებში მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში „თამაში უყაიმოდ“; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია („შერეკილები“, 1973), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“, 1978), სელიმი („მიზანში“, 1979).
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
