ალექსანდრე ბურთიკაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1893, თბილისი — გ. 18 ივნისი, 1965) – ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. მოსკოვიდან დაბრუნებული მიიწვიეს რეჟისორად და მსახიობად მუშათა ცენტრალურ კლუბში, შემდეგ საგარეჯოს თეატრში, სადაც მან 9 წელი იღვაწა. თბილისში დაბრუნებული თანამშრომლობდა ქრთულ მსახიობებთან და ქმნიდა სცენურ სახეებს. ალექსანდრე ბურთიკაშივილი იყო ქართული ხელოვნების მატიანე და კრიტიკოსიც. სიცოცხლის უკანასკელ წლებში გამოაქვეყნა მოგონებები „დღენი ჩემი ცხოვრებისა“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

