ბუხუტი ზაქარიაძე (1913-1988) – საქართველოს სახალხო არტისტი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა 1931 წელს ხონის, 1933–1934წწ. ქუთაისის, 1935–1937წწ. ჭიათურის, 1937–1941წწ. ბათუმის, 1941–1945წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, 1945–1948წწ, 1948–1953წწ. სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრებში. 1953 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

