კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ეკატერინე (ცაცა) ამირეჯიბი (დ. 22 თებერვალი/ 6 მარტი, 1889, სოფ. ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ნოემბერი, 1975, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950). 1906 წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია და შემდეგ 1943 წლამდე მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1932 წლიდან სახკინმრეწვის (ახლანდელი კინოსტუდია „ქართული ფილმის“) მსახიობია. ამირეჯიბი ასრულებდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს. იგი მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში. სამსახიობო კარიერის პარალელურად ცაცა ამირეჯიბი, ოცი წლის მანძილზე იღწვოდა რადიოშიც. ამასთანავე იგი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ვასო არაბიძე (1881-1951) – მსახიობი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments