კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ვარაზაშვილი, კაპიტანი მონტი (იტალიურად: Giorgi Varazashvili, „MONTI“; დ. 12 მაისი, 1914, სოფ. ჯიმითი (გურჯაანის მინიციპალიტეტი) — გ. 6 თებერვალი, 1945, კოცუოლოს ბორცვი, ტრევიზოს პროვინცია)
იტალიის ბრინჯაოს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი.
1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს და მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს. ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა. 1944 წლის ივლისში, ტრევიზოს პროვინციაში პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოში მიმავალმა ჯოვანო ლიესიმ თან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გიორგი ვარაზაშვილს პარტიზანული სახელი „მონტი„ დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე „კაპიტან მონტის„ სახელითაც მონათლეს.
1945 წლის თებერვალში რიფრონტოლის გორაზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს. გიორგი ვარაზაშვილის სახელისა და გვარი იტალიელებმა ამ ფორმითაც ჩაიწერეს: Giorgio VORAZOSCYILIY „MONTI“ და საფლავის ქვაზე სულ სხვანაირად: VORAZOSCVILJ GIORGIO „MONTI“.
დასაფლავებულია ჩიზონ დე ვალმარინოში, ტოვენას სასაფლაზე, იტალია.
სურათები აღებულია ბატონი ალექსანდრე ბრეგვაძის გვერდიდან.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments