თენგიზ მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 1 იანვარი, 2008, თბილისი) – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1972-2004 წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად. თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

