კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ცინუკი (ნინო) დადიანი (1916-1993) –
ექიმი, მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი; ასრულებდა ქალაქურ(ძველ თბილისურ) სიმღერებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: “გამარჯობა, ჩემო თბილის–ქალაქო”, “სიონში შევალ”, “ჩემი აღმართი”, “შენ რომ დამტოვე”, “მაგნოლია”; სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით; იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60-90–იანი წლების თბილისში.
დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments