კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ცირა აბზიანიძე (1947-2011)
საქართველოს დამსახურებული არტისტი.
1973 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, არა ერთხელ მიიღო პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ცირა აბზიანიძემ მაყურებელს თავი დაამახსოვრა სპექტაკლებიდან “დარისპანის გასაჭირი”, “განთიადი აქ წყნარია”, “თვალი პატიოსანი”, “უსახელო ვარსკვლავი”, “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, “ბუდე მეცხრე სართულზე”; შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლიც.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments