კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დამიანე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი. საზოგადოება “ცოდნის” გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს მინისტრთა საბჭოს ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. 1941 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1944 წელს — უმაღლესი პარტიული სკოლა, 1954 წელს კი —საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.
1950–70-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე; 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიური განვითარების მეცნიერული შესწავლა. ამ თემაზე შექმნა მონოგრაფია — „აფხაზეთის ასსრ სოციალ–ეკონომიური და კულტურული განვითარება“ (1961–1985). გარდაიცვალა 2001 წლის 4 მარტს, 81 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments