კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დარეჯან დადიანი (დ. 20 ივლისი, 1734 — გ. 8 ნოემბერი, 1807) – ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი. დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა). ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments