კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით გამრეკელი (დ. 27 ივლისი, 1911, ჭიათურა — გ. 28 ნოემბერი, 1977, მოსკოვი) –
საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ფალიაშვილის ”დაისიდან”. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მომღერალს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სულ მალე გამრეკელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 52-მდე, გაატარა. 1944 წელს მან, კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალ დავიდ ბადრიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში ”ჯურღაის ფარი”, რომელმაც მოგვიანებით სტალინური პრემია დაიმსახურა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments