კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დათა გულუა (1984-2003) –

პოეტი.

დაამთავრა თბილისის I კლასიკური გიმნაზია 2002 წელს და წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილი ორასამდე ხელნაწერი ლექსის საფუძველზე გამოიცა მისი კრებულები “დავბრუნდი თქვენთან” – 2004 წელს, “მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის”… – 2009 წელს (გამომცემლობა “პეტიტი”), პოეტის შემოქმედება ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში; 2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე დათა გულუას მიენიჭა ოქროს მედალი, ნომინაციაში “სიტყვიერების დიდოსტატი”, მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის; მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია “ქართული პოეზიის ანთოლოგიაში”; მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

18 წლის ასაკში 2003 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში; 2015 წლის 27 ოქტომბერს ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას “დათა გულუას აღმართი” ეწოდა. დაკრძალულია თბილისში, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments