კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით აგლაძე (დ. 18 (31) იანვარი, 1900, თბილისი ― გ. 7 აგვისტო, 1976)
ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930).
1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ზოოვეტერინალურ და მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1947–1973 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე. მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძრობის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები. გარდა ამისა, აგლაძემ თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments