დავით ბადრიძე (დ.23 მარტი, 4 აპრილი, 1899, ქუთაისი ― გ. 26 იანვარი, 1987, მოსკოვი)
მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943).
1924 წელს დაამთავრა თსუ სამედიცინო ფაკულტეტი, 1926 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). 1926-1934 თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო (დებიუტი – ჰერცოგის პარტია ვერდი, ჯუზეპე | ჯ. ვერდის “რიგოლეტოში”). 1934-1936 მღეროდა ეკატერინბურგის, 1936-1944 კვლავ თბილისის, 1944-1948 მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1937-იდან სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში 1957-1958, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი” (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბადრიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო (1972-დან პროფესორი). 1967-1970 მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის.
დაკრძალულია მოსკოვში.
