კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით ბარათაშვილი (1842-1901) –
დიდგვაროვანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ინიციტორი.
განათლება მიიღო გრიგორეცკის ინსტიტუტში, მაგრამ 1863 წელს პოლონეთის აჯანყების გამო აქ სწავლას თავი მიანება და მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა. “იყო მოყვარე თავის ქვეყნისა და ქველმოქმედი. ბეთანიასა შესწირა 70 დესეტინა მიწა, 20 თუმანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ასაგებად. 300 თუმანი შესწირა ხონის საქალებო სასწავლებელს”.
დაკრძალულია თბილისში, მამა დავითის ეკლესიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments