დავით დიასამიძე (1925-1989) – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1947 წლიდან კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1950 წლიდან პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, განყოფილების გამგე, მდივანი. 1969 წლიდან აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

