კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით კაპანაძე (1898-1971) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუმიზმატი. 1959–1971წწ. იყო სიმონ ჯანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე; მისი ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტი გადაკეთდა ნუმიზმატიკის განყოფილებად; იკვლევდა ანტიკური და ფეოდალური ხანის ქართულ და ამ პერიოდში საქართველოში მიმოქცევად უცხოურ მონეტებს; მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამონეტო ტიპების, ჯგუფებისა და არქეოლოგიური ექსპედიციების ნუმიზმატიკური მასალების ჩართვა სამეცნიერო მიმოქცევაში; მან გამოაქვეყნა – კოლხური თეთრის იშვიათი ცალები, აკესის სტატერის მეორე ეგზემპლარი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ტიპის უნიკალური ქართული მინაბაძები, საქართველოში აღმოჩენილი ავგუსტეს დენარებისა და რომაული აურეუსების იმიტაციები, მცხეთის, ბიჭვინთის, ზღუდერისა და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალები, ჯაფარიდების თბილური დირჰემები, XI საუკუნის ბიზანტიურ ტიტულებიანი ქართული მონეტები, XIV-XV სს-ის ქართველი ფეოდალების ვამიყ დადიანისა და ყვარყვარე ათაბაგის ფულები, XV ს-ის ქართული მონეტების გორის განძი; ასევე მუშაობდა სამონეტო ჯგუფების გენეზისისა და დათარიღება – ატრიბუციის საკითხებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments