დავით კვიცარიძე (02.05.1920-1998) – მწერალი. II მსოფლიო ომის მონაწილე. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1957 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. დაჯილდოებულია: საპატიო ნიშნის ორდენითა და წითელი ვარსკვლავის ორდენით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.

