დავით მამულაძე (1910-1981) – საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების მინისტრი, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1962 წლის მარტში ამხ. დ. მ. მამულაძე გადაყვანილს იქნა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის აპარატში სავაჭრო-საფინანსო და საგეგმო ორგანოების განყოფილების გამგის თანამდებობაზე, 1962 წლის დეკემბრიდან იგი მუშაობს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის ბიუროს პარტიული ორგანოების განყოფილების გამგედ. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
