დავით მიქელაძე (მეველე) (1843-1918) – მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 1853 წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წელს დ. მიქელაძემ, ი.მელიქიშვილთან და ვ.თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დააარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, თვით მიქელაძე წერდა სტატიებს და ლექსებს. 1867 წელს 24 წლის მიქელაძე “ცისკარში” ბეჭდავს გონებამახვილურ სატრულ ლექსებს, მონაწილეობას ღებულობს “მამებისა და შვილების” ბრძოლაში. იცავს ახალი თაობის შეხედულებებს. 70-იან წლებში მიქელაძე უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს უგზავნიდა “დროებას”. უცხოეთში მყოფი დავით მიქელაძე მოწმე და ერთგვარი მნაწილეც გახდა მსოფლიო–ისტრიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი. 1886 წლიდან თანამშრმლობდა “ივერიაში”. 1899 წელს აკაკის “კრებულის” მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა “ხაფანგი”. 1900 წლიდან მუშაობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. 1908 წელს დავით მიქელაძემ თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა “მეუფება წყვდიადისა”, რომელიც შემდეგ ქართულ სცენაზე დაიდგა. 1910 წლიდან 1916 წლამდე დ. მიქელაძე ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტრი იყო. დავით მიქელაძე გარდაიცვალა 1918 წლის 25 ნოებერს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

