კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904, ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი) –
კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1959), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments