კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით შარაშიძე (დ. 1886, ბახვი — გ. 1935, პარიზი) —
პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა გურიაში ოსმალეთის იმპერიის თავდასხმის წინააღმდეგ. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მუშაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, 1925 წლიდან გადასახლდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას.
გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments