დავით ციმაკურიძე (დ. 29 მარტი, 1925, ფოთი, ― გ. 8 მაისი, 2006, თბილისი) – პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირიდან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1956). საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი გაბრიელ ბარჯაძის გვერდიდან.

