კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით V (ხარიტონ დევდარიანი) – (1903-1977) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ სარვეშის არასრულ სკოლაში; სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმის დედათა მონასტერში. 1918 წელს სოფელ მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ; 1927 წელს აკურთხეს საჩხერის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკვნად, იმავე წელს მღვდლად და განაწესეს სარგეშის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1930 წლიდან ღვთისმსახურებას ეწეოდა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში; 1932-1945წწ. ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში; 1945-1947წწ. წმ. ნინოს ეკლესიაში, შემდეგ ისევ ქაშვეთის ტაძარში; 1956 წელს ბერად აღიკვეცა და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში; იმავე წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და ჩაბარდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქია; 1959 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1962 წლის 12 თებერვალს იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1972 წლის 1 ივნისს საქართველოს მე–11 საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია; ინტონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში; დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments