დავით ყანჩაველი (1931-2019) –
საგუნდო დირიჟორი და კომპოზიტორი.
1965 წელს დაამთავრა ასტრახანის სახელმწიფო კონსერვატორია, საგუნდო სადირიჟორო განყოფილება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ სკოლაში და სასწავლებელში. 1958 წლიდან 42 წლის განმავლობაში მუშაობდა გუნდისა და სოლფეჯიოს მასწავლებლად ფოთის №1 მუსიკალურ სკოლაში. წარმატებით თანამშრომლობდა მოსკოვის საგუნდო ხელოვნების აკადემიასთან.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

