კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით ყიფშიძე (დ. 19 ოქტომბერი, 1890, სოფ. სკანდე — გ. 16 მაისი, 1919, სოფ. სიმონეთი)
ფილოლოგი, ისტორიკოსი.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. აქ ის აქტიურად ჩაება უნივერსიტეტში არსებულ ქართველოლოგიური წრის მუშაობაში, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა.
1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება. სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments