დედე ნიჟარაძე (1837-1905) – შტაბს-კაპიტანი. ბათუმის სანჯაყის მეჯლისის წევრი. ქობულეთის მხარის მემამულეთა წარმომადგენელი. იყო ოსმალეთის სამხედრო და ადმინისტრაციულ სამსახურში, რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის მხარეს გადავიდა და რამდენიმე ასეულ ქობულეთელთან ერთად ქართული მილიციის რიგებში ჩადგა. თავად გურიელის რაზმში ალამბრის ასეულს მეთაურობდა. იყო ქობულეთში პირველი ქართული სკოლის გახსნის ინიციატორი. დაკრძალულია ქობულეთში, ფიჭვნარის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მერაბ ბლადაძემ.

