კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დემნა შენგელაია (დ. 9 მაისი/21 მაისი, 1896, სოფელი საჭილაო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 7 დეკემბერი, 1980, თბილისი) –
მწერალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა და 1917-19 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგითი ჯარისკაცი, მონაწილეობას იღებდა სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც. 1920 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლას თავი დაანება და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა. 1932 წელს დემნა შენგელაია სასწავლებლად შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, „მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა“ დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი და სხვ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments