კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1826, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 10 თებერვალი/22 თებერვალი, 1890, თბილისი)
ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია 1950 წელს. 1852-1857წწ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში; ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში; 1858-1861წწ. მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში; 1861 წლიდან თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი. სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში, მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: “არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში” (1878), “შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ”, “ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი”. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა” (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის “საქართველოს ისტორია” (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი(1887). ლექსიკონის სახით შეადგინა “კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში”(1875 რუსულ ენაზე). 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “ისტორია საქართველოსი”(უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე).
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments