დიმიტრი გედევანიშვილი (1902-1990) — ფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მუშაობდა ნევროპათოლოგიის კლინიკაში, შემდეგ კი უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში და კათედრაზე, რომელსაც განაგებდა მოგვიანებით დ. გედევანიშვილი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორია, ხელმძღვანელობს ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრებს. იყო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

