კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი ნამგალაძე (1903-1957) – გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია 1936 წელს. დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის დაზვერვის უფროსის მოადგილედ. 1938 წლიდან უფროსად. 1941-1945წწ. მონაწილეობდა ოდესისა და სევასტოპოლის დაცვაში, ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში (1941). მისხაკოს რაიონში “მცირე მიწაზე”, პირველი სადესანტო რაზმების გადასხმაში (1943). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების რამდენიმე ორდენი. დაკრძალულია სევასტოპოლში, კომუნართა სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments