კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (დ. 23 თებერვალი/8 მარტი, 1910, თბილისი — გ. 4 დეკემბერი, 1984) – რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1955), უკრაინის  სახალხო არტისტი (1969), აფხაზეთის (1975), სსრკ სახალხო არტისტი (1978), შოთა რუსთაველის (1985), კ. მარჯანიშვილის (1976) და ტ. შევჩენკოს (1970) სახალხო პრემიების ლაურეატი. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1974-1984). 1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1959-1964 მთავარი რეჟისორი). ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1939-1964 და 1970-დან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგეა, 1950-1951 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1966-იდან – კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს წიგნები: “მსახიობის აღზრდის საკითხისათვის” (1956), “რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე” (1961). დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სამი სხვა ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია – გიორგი ალექსიძე (დ. 7 იანვარი, 1941, თბილისი — გ. 23 ივნისი, 2008, თბილისი) –  მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1989).
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments