კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დოდო ანთაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1900, სოფ. ვარძია, ხარაგაულის რაიონი — გ. 18 აპრილი, 1978, თბილისი) – რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1971). 1919-1920 წლებში სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში. 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წლებში რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია ქუთაისში  დაარსებულ თეატრში. 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის  თეატრის, 1938-1952 კი – ქუთაისის სახელმწიფო თეატრის დირექტორედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის, ხოლო 1957-1962 რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ფატი (ფატმან) გოკიელი (1901-1973) – პედაგოგი, მეცნიერი და მთარგმნელი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments