დოდო ჭიჭინაძე (დ. 28 დეკემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 3 ნოემბერი, 2009, თბილისი) – კინო- და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან იყო თეატრის მსახიობი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

