კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დომენტი ახობაძე (1919-1987) –
პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
1941-1945 წლებში იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი. 1947-1952 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მდივნად, 1952-1954 წლებში მთავლიტის ქუთაისის განყოფილების ცენზორად. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1938 წლიდან. განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, დიდი წვლილი შეიტანა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში. დაჯილდოებულია მედლით შრომითი მამაცობისთვის, ავტორია ასამდე ლექსის, პოემების და პროზაული ნაწარმოებების.
დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments