კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დომენტი თომაშვილი (1867-1952) –
პოეტი.
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ხონის სამასწავლებლო სემინარია. პირველი წერილი 1869 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ “კვალში”, პირველი ლექსი კი იმავე წელს ჟურნალ “ჯეჯილში”. 1898 წლიდან სახალხო მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში, ხოლო 1911 წლიდან ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. 1912 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. მეფის მოხელეების დევნის მიუხედავად ქართული გიმნაზიის მასწავლებელი დაუღალავად იღწვოდა, მოსწავლე ახალგაზრდობაში ღრმად დაენერგათ ეპოქის მოწინავე იდეეები, მშობლიური ენისა და კულტურისადმი სიყვარული. თანამშრომლობდა გაზეთებში: “ივერია”, “ახალი დროება”, “სახალხო გაზეთი”, “ისარი”, “ამირანი” და სხვ.
დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments